Monday, December 12, 2011

ნათელა გოჩაშვილი

პროექტის სახელწოდება: ფოლკლორული ნიმუშების შეგროვება
პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: ზეპირსიტყვიერების მნიშვნელობის გააზრება მოსწავლეებში, ხალხური შემოქმედების მიმართ მათი ცნობიერების ამაღლება.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეთა დაინტერესება ლიტერატურით, მათი ჩამოყალიბება გემოვნებიან მკითხველებად.
პროექტის მიზნები: ხალხში გაბნეული ლიტერატურული მარგალიტების საზოგადოებისათვის გაცნობა, მათი ავტორების პოპულარიზება; მოსწავლეებში შემოქმედი ადამიანების მიმართ პატივისცემისა და ლიტერატურული ტექსტების ობიექტური შეფასების უნარის განვითარება.
მონაწილეთა ასაკი: VII-VIII კლასები
ვადები/ხანგრძლივობა: საზაფხულო არდადეგები
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: შეგროვებული მასალის გამოქვეყნება-გამოცემა.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ციფრული ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა, კომპიუტერი, სკანერი.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეების მიერ თავიანთი ნათესავებისა თუ ახლობლების დახმარებით ზეპირსიტყვიერების ნიმუშების ჩაწერა.ფოტოების გადაღება.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული ანა და ლიტერატურა, ისტორია, გეოგრაფია; მოსწავლეები შეძლებენ ლიტერატურული ტექსტების დამუშავებას, გააზრებას, შეფასებას, იმსჯელებენ მათი თემისა და იდეის შესახებ.
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ნათელა გოჩაშვილი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: natia.gochashvili@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: natelagochashvili.blogspot.com

No comments:

Post a Comment